თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტია #1TVSPORT

14:12, 08.09.2021

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის კალათბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ თანამდებობაზე 29 წლის შენგელიამ 33 წლის იტალიელი ლუიჯი დატომე შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოსტი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ბოლოს ევროლიგის კალათბურთელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

მსგავსი