თორნიკე შენგელიას 16 ქულა და „ვირტუსის“ მეცხრე მოგება იტალიის ჩემპიონატში #1TVSPORT

01:02, 24.12.2023
Tornik’e Shengelia
EA7 Emporio Armani Olimpia Milano - Segafredo Virtus Bologna
Frecciarossa Supercoppa 2023 - Semifinali
Legabasket LBA Serie A UnipolSai 2023-2024
Brescia, 23/09/2023
Foto B.Costantini / Ciamillo-Castoria

Tornik’e Shengelia EA7 Emporio Armani Olimpia Milano - Segafredo Virtus Bologna Frecciarossa Supercoppa 2023 - Semifinali Legabasket LBA Serie A UnipolSai 2023-2024 Brescia, 23/09/2023 Foto B.Costantini / Ciamillo-Castoria

იტალიის ჩემპიონატში ორი მატჩის წაგების შემდეგ მოგების გზაზე დაბრუნდა თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“. ბოლონიელები „პისტოიას“ ესტუმრნენ და 91:70 გაიმარჯვეს.

საქართველოს  ნაკრების კაპიტანმა 24 წუთი მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 24 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 10-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმოა. 19 ქულით მატჩის ბომბარდირი ბოლონიელი მარკო ბელინელი გახდა.

„ვირტუსს“ 13 ტურის შემდეგ 9 მოგება აქვს და მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 28 დეკემბერს ბელგრადის „პარტიზანთან“ ევროლიგაზე გამართავს.

 

მსგავსი