თორნიკე შენგელიას 16 ქულა და „ვირტუსის“ მეცხრე მოგება იტალიის ჩემპიონატში #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატში ორი მატჩის წაგების შემდეგ მოგების გზაზე დაბრუნდა თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“. ბოლონიელები „პისტოიას“ ესტუმრნენ და 91:70 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 24 წუთი მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 24 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 10-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმოა. 19 ქულით მატჩის ბომბარდირი ბოლონიელი მარკო ბელინელი გახდა.
„ვირტუსს“ 13 ტურის შემდეგ 9 მოგება აქვს და მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 28 დეკემბერს ბელგრადის „პარტიზანთან“ ევროლიგაზე გამართავს.