თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა ჯოჭოში ​სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები სხვა რეგიონებიდანაც ჩაერთვებიან
თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა ჯოჭოში ​სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები სხვა რეგიონებიდანაც ჩაერთვებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ადგილობრივ ჯგუფებს სამძებრო სამუშაოებში კოლეგები მეზობელი რეგიონებიდანაც დაეხმარებიან. მისი თქმით, ჯგუფები უკვე მიემართებიან აჭარისკენ.

„სამუშაოები უკვე დაწყებულია. ტექნიკა მოვიდა ადგილზე. სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება, რათა დროულად ვიპოვოთ ადამიანები. საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ბრიგადები შემოვლენ ასევე მეზობელი რეგიონებიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შემთხვევის ადგილზე უკვე რამდენიმე საათია, იმყოფება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ ხუთი ადამიანია მოყოლილი.