თორნიკე რიჟვაძე - საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე მოსახლეობაში
თორნიკე რიჟვაძე - საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე მოსახლეობაში

ჩვენ საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე მოსახლეობაში, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.

თორნიკე რიჟვაძე დარწმუნებულია, რომ უმაღლეს საბჭოში მთავრობის ახალი შემადგენლობას  ნდობას გამოუცხადებენ.

„ჩვენ საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე მოსახლეობაში. იმედი მაქვს, ჩემს მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო ხედვები მიიღებს სრულ მხარდაჭერას.  რაც შეეხება დღევანდელ დღეს, იქნება აქტიური განხილვები და საშუალება გვექნება, კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ ჩვენი ინიციატივები”, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენრიჟვაძეს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, თუმცა მთავრობის დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო, მმართველი გუნდი კი უმაღლეს საბჭოში 14 მანდატს ფლობს.