აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ
აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ

აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს დღეს დაამტკიცებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია 15:00 საათზე გაიმართება. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრებს ერთად ეყრებათ კენჭი.

მათ დასამტკიცებლად 11 ხმაა საჭირო. უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში 14 მანდატს ფლობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.