თორნიკე რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი

12:08, 07.07.2025

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამ დროისთვის თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალი და კლინიკის ადმინისტრაცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით დღეს შეიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი. ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

მსგავსი