არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ალექსი ახვლედიანია დაკავებული
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, სწორედ ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა რიჟვაძე, როდესაც გასროლა მოხდა.
უშუალოდ თორნიკე რიჟვაძის საქმეზე კი გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს საავადმყოფოში ცეცხლნასროლი ჭრილობით დღეს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.