თორნიკე რიჟვაძე - არავის მივცემთ საშუალებას, რევოლუციური სცენარებით დააშინონ პოლიტიკური ძალები ან მოსახლეობა
თორნიკე რიჟვაძე - არავის მივცემთ საშუალებას, რევოლუციური სცენარებით დააშინონ პოლიტიკური ძალები ან მოსახლეობა

არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ რევოლუციური სცენარებით დააშინონ პოლიტიკური ძალები ან მოსახლეობა. იქნება სიმშვიდე, იქნება სტაბილურობა,- ასე ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლის, მურმან დუმბაძის განცხადებას.
საუბარია განცხადებაზე, სადაც დუმბაძემ აღნიშნა, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ყველა ხელისუფლება შეიცვალა რევოლუციით ან რევოლუციის ფონზე და რეჟიმების მხოლოდ ბიულეტენებით შეცვლა შესაძლებელი არ არის.

„ვიცით, რევოლუციებისკენ მიდრეკილება აქვთ გარკვეულ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალებს. თუმცა, მე მათ მინდა მოვუწოდო, რომ ის შედეგები, რომლებიც გამომდინარეობდა ამ სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნებიდან, ყველამ მიიღოს. მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა. ასევე იცით, რომ შესაბამისი განცხადებები გაკეთდა, მათ შორის რეპუტაციული საერთაშორისო ორგანიაციების მხრიდან, რაც არის წინაპირობა ამ არჩევნების საერთაშორისო აღიარების. მეორე მხრივ, ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ რევოლუციური სცენარებით აშინოს პოლიტიკური ძალები ან ყველაზე მეტად – მოსახლეობა. იქნება სიმშვიდე, იქნება სტაბილურობა. გუშინაც, ის კონკრეტული საჩივრები, რომლებიც დაფიქსირდა, ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო, არც ერთი მნიშვნელოვანი, მატერიალური ხასიათის საჩივარი არ დაწერილა, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.