მურმან დუმბაძე - 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ყველა ხელისუფლება შეიცვალა რევოლუციით ან რევოლუციის ფონზე, მხოლოდ ბიულეტენებით რეჟიმების შეცვლას ვერ შევძლებთ
მურმან დუმბაძე - 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ყველა ხელისუფლება შეიცვალა რევოლუციით ან რევოლუციის ფონზე, მხოლოდ ბიულეტენებით რეჟიმების შეცვლას ვერ შევძლებთ

90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ყველა ხელისუფლება შეიცვალა რევოლუციით ან რევოლუციის ფონზე, ფონი არის რევოლუციური. მარტო ბიულეტენებით რეჟიმების შეცვლას ვერ შევძლებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ აჭარაში ოპოზიციის ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი ერთად დგომის მიზეზია, საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ ერთი ნაბიჯითაც არ ვიხევთ უკან. მივიღებთ თუ არა მეორე ტურში მონაწილეობას, შევალთ თუ არა პარლამენტში, ვიქნებით თუ არა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ეს გადაწყვეტილება უახლოეს საათებში იქნება მიღებული და საქართველოს მოქალაქეებს ვაცნობებთ. ერთი რამ უდავოდ შემიძლია გითხრათ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ყველა ხელისუფლება შეიცვალა რევოლუციით ან რევოლუციის ფონზე, ფონი არის რევოლუციური. მარტო ბიულეტენებით რეჟიმების შეცვლას ვერ შევძლებთ. ჩვენ დაგვჭირდება სხვა რესურსების გამოყენება. ეს არის რესურსი საქართველოს მტკიცე ნება, თავისუფალ გარემოში მივაღწიოთ საარჩევნო ყუთთან. რევოლუციები არ იგეგმება, რევოლუციები იბადება“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.