თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ აჭარაში სრული ლოკდაუნი არ განიხილება, თუმცა შესაძლოა, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს
თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ აჭარაში სრული ლოკდაუნი არ განიხილება, თუმცა შესაძლოა, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს

ეპიდსიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ ამ ეტაპზე, არ განიხილება სრული ლოკდაუნი, – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, შესაძლოა, ცალკეული წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდეს.

„ბოლო დღეებში არსებული დინამიკა არის საკმაოდ საყურადღებო. დღეს გვექნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში.

თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არ განიხილება სრული ლოკდაუნი. დინამიკის მიხედვით, შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 85 შემთხვევა გამოვლინდა, 107 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.