აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 85 შემთხვევა გამოვლინდა, 107 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

10:22, 21.04.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 85 შემთხვევა გამოვლინდა, 107 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 37 038-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 60-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 332 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 254, ონლაინკლინიკაში კი 593.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ერთი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი