ტოპ-კლუბები უდიდეს თანხებს ხარჯავენ ტრავმირებულ მოთამაშეებზე - ედენ აზარმა 252 დღე გამოტოვა და 17 მილიონი ევრო მიიღო #1TVSPORT
ცნობილი გახდა, რა თანხებს ხარჯავენ ტოპ-კლუბები მოთამაშეებზე, რომლებიც ძალიან ხშირად იღებენ ტრავმებს.
ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა ედენ აზარზე, რომელიც მადრიდის „რეალში“ კვირაში 475 ათას ევროს იღებს. 2020-21 წლების სეზონში მან ტრავმების გამო 252 დღე გამოტოვა, თუმცა, დედაქალაქურმა კლუბმა ბელგიელ ფეხბურთელს დაახლოებით 17 მილიონი ევრო გადაუხადა, – წერს გაზეთი Marca.
რეიტინგში მეორე ადგილზეა „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო. ბრაზილიელის ხელფასი კვირაში 474 ათასი ევროა და მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 233 დღე გააცდინა. „ბარსელონას“ საერთო დანაკარგმა 16 მილიონი ევრო შეადგინა.
სიაში მესამე პოზიცია უკავია „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ნეიმარს. ის დაახლოებით მილიონ ევროს იღებს კვირაში და გასულ სეზონში 95 დღე გამოტოვა. პარიზელთა დანაკარგმა დაახლოებით 13.6 მილიონი ევრო შეადგინა.
პოლ პოგბამ („მანჩესტერ იუნაიტედი“) და მარკო როისმა („დორტმუნდი“) რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს. კლუბებმა მათზე 11 და 7.5 მილიონი ევრო დახარჯეს.
კვლევისას განხილული იყო 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდი.