საფრანგეთის უმაღლესი სარაგბო დივიზიონის „ტოპ 14“-ის (Top 14) ოფიციალურმა „ინსტაგრამ“ (Instagram) გვერდმა ქართველ მორაგბე მამუკა გორგოძეს გამოსამშვიდობებელი პოსტი მიუძღვნა.
„გორგოძილას“ მე-15 სეზონი ბოლო იყო „ტოპ 14“-ში. მან „მონპელიეს“ შემდეგ „ტულონში“ ითამაშა და თავი ყველას გამორჩეული ხასიათით დაამახსოვრა. 200-ზე მეტი მატჩი ჩემპიონატში. მადლობა მამუკა!“ – წერია ტურნირის ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მამუკა გორგოძემ საფრანგეთში საკლუბო კარიერა 2005/6 წლების სეზონში, „მონპელიეში“ დაიწყო, ხოლო „ტულონში“ 2014 წელს გადავიდა.