თომას ტუხელს „პარი სენ-ჟერმენიდან“ მარკინიოსის გადაბირება სურს #1TVSPORT
თომას ტუხელს „პარი სენ-ჟერმენიდან“ მარკინიოსის გადაბირება სურს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი მარკინიოსი, შესაძლოა, „ჩელსიში“ გადავიდეს. ლონდონურ კლუბში ბრაზილიელი შეუერთდება მთავარ მწვრთნელს თომას ტუხელს, რომელთანაც პსჟ-ში მუშაობდა.

სწორედ პირადად ტუხელია დაინტერესებული მარკინიოსის შეძენით – გერმანელი სპეციალისტი იმედოვნებს მის ტრანსფერს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას და „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩიც მზად არის ბრაზილიელში სოლიდური თანხის გადასახდელად.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა – ნახევარფინალში ამ გუნდმა ორივე მატჩი წააგო „მანჩესტერ სიტისთან“ (1:2, 0:2).

პარიზელებისგან განსხვავებით, „ჩელსი“ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში – მან ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა „რეალი“.