თომას ტუხელმა არ იცის, დარჩება თუ არა პსჟ-ში
თომას ტუხელმა არ იცის, დარჩება თუ არა პსჟ-ში

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ არ იცის – გააგრძელებს თუ არა პარიზული კლუბის გაწვრთნას. გერმანელი სპეციალისტის ამჟამინდელი კონტრაქტი რვა თვის შემდეგ იწურება და კლუბს ჯერ არ შეუთავაზებია მისი გახანგრძლივება.

„მე ვისმენ კრიტიკას. მქონდა ერთგვარად გულუბრყვილო იდეა, რომ ოთხი ტიტულისა და ერთი ფინალის შემდეგ, ჩემი დაკითხვა აღარ მოხდებოდა.

ჯერჯერობით, კლუბისგან არანაირი წინადადება არ ყოფილა კონტრაქტთან დაკავშირებით. ყველაფრის შემდეგ, რაც მე აქ გავაკეთე, ჩემთვის გახსნილია ყველა ვარიანტი, მაგრამ რაღაც მომენტში მოგიწევს ოცნებაზე უარის თქმა. ვნახოთ“, – თქვა ტუხელმა.

გასულ სეზონში „პარი სენ-ჟერმენი“ ტუხელის ხელმძღვანელობით ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც „ბაიერნთან“ დამარცხდა.