თომას ტუხელი „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს
თომას ტუხელი „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა, შესაძლოა, დატოვოს პარიზული გუნდი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.

47 წლის გერმანელი სპეციალისტი არ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას საფრანგეთის ჩემპიონთან იმ შემთხვევაშიც, თუ მას ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებენ.

ტუხელის მოქმედი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2021 წლის ივნისამდეა ძალაში. ადრე ცნობილი გახდა, რომ მის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენს.

გერმანელმა „პარი სენ-ჟერმენი“ 2018 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მასთან ერთად გუნდმა ორჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, შარშან კი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა, სადაც 0:1 წააგო „ბაიერნთან“.