თომას ტუხელი „პარი სენ-ჟერმენიდან“ რასისტული სკანდალის გამო დაითხოვეს
თომას ტუხელი „პარი სენ-ჟერმენიდან“ რასისტული სკანდალის გამო დაითხოვეს

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან თომას ტუხელის განთავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა რასისტული სკანდალი, – დაწერა საკუთარ „ტვიტერზე“ ჟურნალისტმა რომენ მოლინამ.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ბაშაქშეჰირის“ წინააღმდეგ, მეოთხე არბიტრმა რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა თურქული კლუბის მწვრთნელს პიერ ვებოს. ორივე გუნდმა უარი თქვა თამაშის გაგრძელებაზე. ამასთან, ტუხელი მატჩის დაუყოვნებლივ გაგრძელებას მოითხოვდა. ამან გამოიწვია კონფლიქტი პარიზელთა გასახდელში და მოგვიანებით, ამას მოჰყვა გერმანელის გუნდიდან დათხოვნა.

ცნობილი გახდა კომპენსაციის ოდენობა, რომელსაც პსჟ ტუხელს გადაუხდის. ეს თანხა შვიდი მილიონ ევროს უდრის.