თომას ტუხელი ნეიმარს დაცვაში ნაკლებ თამაშს თხოვს
თომას ტუხელი ნეიმარს დაცვაში ნაკლებ თამაშს თხოვს

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მოუწოდა თავისი გუნდის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს ნეიმარს მინდორზე ნაკლები დაცვითი მოქმედებები შეასრულოს.

27 სექტემბერს, პსჟ-მ ლიგა 1-ის მეხუთე ტურში „რეიმსს“ 2:0 მოუგო. ნეიმარს მატჩში არც ერთი შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

„ნეიმარი ძალიან ბევრს მოქმედებდა დაცვაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მინდა, მან ითამაშოს, როგორც „მეათე” ნომერმა, ის კი თამაშობს როგორც „მერვე“ ან „მეექვსე“ ნომერი“, – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.