თომას ტუხელი მომავალ ზაფხულს, შესაძლოა, „რეალის“ მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT
თომას ტუხელი მომავალ ზაფხულს, შესაძლოა, „რეალის“ მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა, შესაძლოა, მადრიდის „რეალი“ ჩაიბაროს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ესპანურ კლუბს მომავალი წლის ზაფხულში მისი ამჟამინდელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დატოვებს, – წერს ავტორიტეტული გამოცემა The Athletic.

წყაროს ცნობით, ტუხელის „რეალში“ გადასვლა გერმანელი სპეციალისტისთვის კარიერის გაგრძელების ყველაზე რეალური ვარიანტია.

კარლო ანჩელოტის კონტრაქტი „რეალთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. იტალიელმა სპეციალისტმა ადრე განაცხადა, რომ „რეალი“ მის კარიერაში ბოლო კლუბი იქნება.