თომას ტუხელი „ჩელსის“ ტრანსფერებზე სრულ კონტროლს მიიღებს #1TVSPORT
თომას ტუხელი „ჩელსის“ ტრანსფერებზე სრულ კონტროლს მიიღებს #1TVSPORT

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი კლუბის ახალი მფლობელების ნებართვით სრულ კონტროლს მიიღებს ლონდონური გუნდის ტრანსფერებზე.

როგორც Daily Telegraph წერს, 48 წლის სპეციალისტს დაპირდნენ, რომ მას დამოუკიდებლად შეეძლება წარმართოს „ჩელსის“ სრული სატრანსფერო პოლიტიკა.

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ჩელსი“ ინტერესდება რაჰიმ სტერლინგით, კრისტოფერ ნკუნკუთი და რობერტ ლევანდოვსკით.

გასულ სეზონში „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა.