თომას ტუხელი „ჩელსის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია
თომას ტუხელი „ჩელსის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი მწვრთნელი თომას ტუხელი პრიორიტეტული ვარიანტია „ჩელსის” მთავარი მწრთნელის პოსტზე ფრენკ ლემპარდის შესაცვლელად. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა კრისტიან ფალკმა.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის გამოეთხოვოს გუნდის ამჟამინდელ დამრიგებელს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. მიუხედავად ამისა, ინგლისელს ჯერ ისევ აქვს დრო სიტუაციის გამოსასწორებლად.

მოკლე სიაში მეორე ვარიანტად განიხილება კიდევ ერთი გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი. ამასთან, იწერება იმის შესახებ, რომ „ჩელსის“ მწვრთნელობის კიდევ ერთ კანდიდატად აღარ განიხილება “იუვენტუსის“ ყოფილი თავკაცი მასიმილიანო ალეგრი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ჩელსი“ შეიძლება „ლაიპციგის“ მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ჩაიბაროს.