ტომას მიულერმა საგოლე გადაცემების რაოდენობით დე ბრიუინის რეკორდი მოხსნა
გერმანიის ჩემპიონატის დასკვნით ტურში „ბაიერნი“ „ვოლფსბურგს“ სტუმრობდა. ამ მატჩში მიუნხენელთა ფეხბურთელმა, ტომას მიულერმა საინტერესო და მნიშვნელოვანი რეკორდი დაამყარა, – იუწყება Opta.
მიულერმა აღნიშნულ შეხვედრაში, სეზონში რიგით 21-ე საგოლე გადაცემა გააკეთა და ასისტების სტატისტიკაში დე ბრიუინეს გადაასწრო, რომელიც ერთ სეზონში გაკეთებული 20 შედეგიანი გადაცემით რეკორდსმენი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ ტომას მიულერს მიმდინარე სეზონში 11 ბურთი აქვს გატანილი.