„ბაიერნის“ ფორვარდმა, თომას მიულერმა გერმანიის ნაკრებში კარიერის დასრულება გადაწყვიტა, – წერს გაზეთი Bild-ი.
ადრე 34 წლის ფეხბურთელმა თავად დაუშვა ნაკრებში თამაშის დასრულების შესაძლებლობა. მან ამის შესახებ ესპანეთთან მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელშიც გერმანიამ დამატებით დროში 1:2 წააგო ესპანეთთან.
მიულერს გერმანიის ნაკრებში დებიუტი 2010 წლის მარტში ჰქონდა. ჯამში, მან 131 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.