თომას მიულერმა გერმანიის ნაკრებში კარიერა დაასრულა #1TVSPORT

16:28, 10.07.2024

„ბაიერნის“ ფორვარდმა, თომას მიულერმა გერმანიის ნაკრებში კარიერის დასრულება გადაწყვიტა, – წერს გაზეთი Bild-ი.

ადრე 34 წლის ფეხბურთელმა თავად დაუშვა ნაკრებში თამაშის დასრულების შესაძლებლობა. მან ამის შესახებ ესპანეთთან მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომელშიც გერმანიამ დამატებით დროში 1:2 წააგო ესპანეთთან.

მიულერს გერმანიის ნაკრებში დებიუტი 2010 წლის მარტში ჰქონდა. ჯამში, მან 131 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.

მსგავსი