ტომას ფრანკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია #1TVSPORT
„ბრენტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ფრანკმა, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიბაროს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ინგლისელი სპეციალისტი ინგლისური ფეხბურთის გრანდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელ დამრიგებელს, ერიკ ტენ ჰაგს ბევრს აკრიტიკებენ და მის წასვლაზეც აქტიურად საუბრობენ, ნიდერლანდელს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და მისი გუნდი ამჟამად პრემიერლიგაში მე-14 ადგილზეა.
51 წლის ტომას ფრანკის მთავარი დამსახურება „ბრენტფორდის“ პრემიერლიგაში გადაყვანა და, ფინანსური პრობლემების მიუხედავად, მძლავრი გუნდის ჩამოყალიბებაა.