ტოკიო 2020 | ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე ასპარეზობას თბილისის დროით 06:00 საათიდან დაიწყებს #1TVSPORT
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის მეექვსე დღეს ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) იასპარეზებს. ნაკრების კაპიტანი და წონის პირველი ნომერი პირველ წრეს გამოტოვებს და მეორე წრეში მისი მეტოქე პაკისტანელ შასა და ეგვიპტელ დარვიშს შორის გამარჯვებული იქნება.
ლიპარტელიანის წარმატებულად გამოსვლის შემთხვევაში ნახევარფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მისი სავარაუდო მეტოქე კანადელი ელნაჰასი იქნება. ვარლამი ოლიმპიური ოქროს უმთავრესი კანდიდატია.
შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.
ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები ყოველდღიურად 06:00, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე დაიწყება.