ტოკიო 2020 | ელგუჯა ბერიშვილი - ოლიმპიურ თამაშებს წარმატების იმედით ვეგებებით #1TVSPORT
23 ივლისს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები. სადაც ჩვენი ქვეყნიდან სპორტის 11 სახეობაში იასპარეზებს 34 სპორტსმენი.
ძიუდოს, ძალოსნობის, კრივის, ტყვიის სროლის, ჩოგბურთის, ფარიკაობის, ცურვის ოლიმპიური ნაკრები გუნდები ტოკიოში იმყოფებიან და აქტიურად ემზადებიან ოლიმპიური თამაშებისთვის. ოლიმპიადის მონაწილე სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლები შესაბამისი გრაფიკის მიხედვით გაემგზავრებიან თამაშებზე.
საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი გახსნის ცერემანიალის წინ იმედიანად საუბრობს:
24 ივლისს, ოლიმპიური თამაშების ჩვენთვის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოდან იასპარეზებს ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოკრივე ესკერხან მადიევი და მოცურავე ირაკლი რევიშვილი.
ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გაიხსნება და 8 აგვისტოს დასრულდება.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური