ტოკიო 2020 | ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ატაცში 177 კგ. დაძლია #1TVSPORT
ტოკიოში დაიწყო ძალოსანთა შეჯიბრება 96 კგ წონით კატეგორიაში. მასში საქართველოს სახელით მონაწილეობს ანტონ პლესნოი, რომელმაც პირველი ეტაპი წარმატებით დაძლია.
ატაცში ანტონმა ჯერ 173 კგ დააფიქსირა, შემდეგ 177 კგ შეუკვეთა და ასწია. ის მხოლოდ ერთი კილოგრამით ჩამორჩება რობერტ სანტავის (კანადა), რომელმაც 178 კგ აიტაცა.
177 კგ კიდევ ორ ძალოსანს აქვს.
ამჟამად მიმდინარეობს მეორე მოძრაობა – აკვრა. ოლიმპიური ჩემპიონი სწორედ ორჭიდის (ატაცი+აკვრა) ჯამში გამოვლინდება.