ტოკიო 2020 | ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია ოლიმპიადაზე 06:00 საათიდან იასპარეზებს #1TVSPORT
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მეორე დღეს, ქართველი გიორგი მელია (97კგ) იასპარეზებს. ჩვენი სპორტსმენი პირველ შეხვედრაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, რუს მუსა ევლოევს შეხვდება. ტოკიოს ოლიმპიადა გიორგი მელიასთვის პირველი ოლიმპიური თამაშები იქნება. ქართველმა მოჭიდავემ ლიცენზია 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნურ-სულთანში მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია და ოქროს მედლისთვის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ ლოპეს ნუნიესს შეხვდება. ეს დაპირისპირება თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ. წინასწარი შეხვედრები, სადაც გიორგი მელია იასპარეზებს, 06:00 საათზე, ნახევარფინალები კი 13.15 საათზე გაიმართება.