მსოფლიო პირველობაზე დღეს ოთხი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
მსოფლიო პირველობაზე დღეს ოთხი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს 63, 67, 82 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეები იასპარეზებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე ოთხი სპორტსმენი გავა:

63 კგ – ლერი აბულაძე (ევროპის მოქმედი ჩემპიონი. მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი. ევროპის 2021 წლის ბრინჯაოს პრიზიორი)

67 კგ – ჯონი ხეცურიანი (მსოფლიოს ჩემპიონი (2014) ჭაბუკებს შორის)

82 კგ – გელა ბოლქვაძე (ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის)

97 კგ – გიორგი მელია (მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონი ახალგაზრდებში)

წინასწარი ეტაპების შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყება. ნახევარფინალები – 18:45 -ზე. 20:00 საათიდან კი ფინალურ ბლოკში გათამაშდება მედლების ოთხი კომპლექტი – 55, 72, 77 და 87 კილოგრამებში.

55 კგ-ში ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის მეორედ მოგებას შეეცდება. ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი აზიზლი იქნება. 77კგ-ში კი იური ლომაძე ბრინჯაოს შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებს.