მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სამი ქართველი იასპარეზებს. მედლებისთვის ირაკლი ძიმისტარიშვილი (60კგ), გიორგი მელია (97კგ) და იაკობ ქაჯაია (130კგ) იბრძოლებენ. წინასწარი შეხვედრები 12:30, ხოლო ნახევარფინალები 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ ,რომ გუშინ საქართველოს ნაკრების წევრებმა – ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ), შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ), გელა ბოლქვაძე (77 კგ) და აივენგო რიკაძემ (82 კგ) ტურნირზე პირველივე შეხვედრები წარუმატებლად ჩაატარეს და მათგან მხოლოდ ნუგზარ წურწუმია აგრძელებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას. რეპეშაჟის ნახევარფინალში მისი მეტოქე ყაზახი ზაკანშა იქნება, რომელიც მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ფინალში დაამარცხა.

წურწუმიას რეპეშაჟში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში,ფინალურ ბლოკში მას ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ვიხილავთ, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი