ტოივო კლაარი - არ მგონია, ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი დაკავება ვინმეს ინტერესებში შედიოდეს
ტოივო კლაარი - არ მგონია, ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი დაკავება ვინმეს ინტერესებში შედიოდეს

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს ხანში გაათავისუფლებენ.

„არ მგონია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი დაკავება ვინმეს ინტერესებში შედიოდეს“, – განაცხადა კლაარმა „ეხო კავკაზთან“ საუბრისას.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დაკავებული ექიმის საკითხი დღეს მის მიერ ცხინვალში გამართულ შეხვედრებზე განიხილებოდა.

„დიახ, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი დადგა და იქნება ძალიან კარგი, თუ ეს სიტუაცია გადაწყდება და ექიმი გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება“, – განაცხადა კლაარმა.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს.

ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დატოვე კომენტარი