ტოჩინოშინს ღირსების ორდენი გადაეცა
ტოჩინოშინს ღირსების ორდენი გადაეცა

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი ღირსების ორდენით საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის დააჯილდოვა. როგორც ტოჩინოშინმა პირველ არხს განუცხადა,  სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტის სახელით, საქართველოს ელჩმა იაპონიაში ლევან ცინცაძემ გადასცა.

„დღეს ღირსები ორდენით დამაჯილდოვეს. ჩვენმა ელჩმა გადმომცა ჯილდო, რომელიც დაწესებული იყო პრეზიდენტისგან.

გახარებული, მადლობელი და ბედნიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, იმ თანადგომისთვის, რაც საქართველოს მხრიდან ვიგრძენი. მადლობას ვუხდი ყველას გვერდში დგომისა და სულიერი მხარდაჭერისთვის“, – განუცხადა პირველ არხს ტოჩინოშინმა.

ტოჩინოშინი პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელიც იაპონიის ნაციონალური სიამაყის, სუმოს იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. გორგაძემ ტიტული ვადამდე გაინაღდა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.