ტოჩინოშინს დადებითი ბალანსისთვის სამივე ბრძოლის მოგება სჭირდება (ვიდეო)
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშოზე მე-12 ბრძოლა გამართა და მეშვიდედ დამარცხდა. მისი მეტოქე ოკინუომი იყო, რომელმაც ქართველი დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა.
სექტემბრის ბაშოს დასრულებამდე დარჩენილია სამი დღე. ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის მისაღწევად სამივე ბრძოლის მოგება სჭირდება.