2021 წლის პირველ სუპერტურნირზე მაკე-კოშის (უარყოფით ბალანსს) უახლოვდება ქართველი მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინი.
ბაშოს ნაკაბიზე მისი მეტოქე სეკივაკე ტაკანოშო იყო, რომელთანაც ლევან გორგაძემ დაჯახებისთანავე დათმო ინიციატივა, სწრაფად დაკარგა პოზიცია და მძლავრი კონტაქტისგან დოჰიოდან გადავარდნილმა გიოჯიც (მსაჯი) გადათელა.
ჰაცუ ბაშოზე განვლილი 8 დღის შემდეგ, ტოჩინოშინს 6 წაგება დაუგროვდა და იმის მიუხედავად, რომ სანიაკუს მებრძოლებთან შეხვედრები თითქმის მოილია დადებითი ბალანსის მიღწევა ძალიან გაუჭირდება.
ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მე-7 მაეგაშირა მეისეი იქნება, რომელსაც იანვრის ტურნირზე 6 გამარჯვება და ორი მარცხი აქვს.