ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ჰარუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ჰიდენოუმის დაუპირისპირდა.
ბრძოლა დაძაბული აღმოჩნდა. შეჯახების შემდეგ მეტოქეებმა ერთმანეთის მავაშები (ქამარი) ორივე ხელებით აიღეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ტოჩინოშინმა ჰიდენოუმი დოჰიოდან გაიყვანა.
ლევან გორგაძე მარტის ბაშოს ბოლო შეხვედრას ხვალ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში კაჩიკოშის (დადებითი ბალანსი) გაიფორმებს.