ნოემბრის ბაშოს მეოთხე დღეს ქართველი ტოჩინოშინის (მე-7 მაეგაშირა) მეტოქე მე-8 მაეგაშირა ტერუციოში გახლდათ. ეს რიკიშები აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორივეჯერ გამარჯვება ლევანის მეტოქეს დარჩა.
ამჯერად ქართველმა ნავსი გატეხა. სასტარტო შესჯახების შემდეგ, ტოჩინოშინმა მოახერხა მეტოქის ქამარში ხელის ჩავლება და მისთვის ხელსაყრელი პოზოციის მიღება. ტერუციოშიმ თავი ვეღარ დაიცვა, საბოლოოდ ტოჩიმ მეტოქე ხელში აიყვანა და იორიკირი ილეთით გადადგა დოჰიოდან.
4 დღის შემდეგ ლევანის მოგება-წაგებათა ბალანსი თანაბარი (2-2) აქვს. შეჯიბრების მე-5 დღეს ჩვენებურის მეტოქე კიდევ ერთი მე-8 მაეგაშირა ტოკუშორიუ იქნება, ვისაც ლევანი აქამდე 6-ჯერ შეხვედრია, 4-ჯერ მოგებული ქართველი დარჩა და მხოლოდ 2 ორთაბრძოლა მოიგო ტოკოშორიუმ…