ტოჩინოშინმა ტამავაში დაამარცხა - გაგამარუმ დადებითი ბალანსი გაიფორმა [ვიდეო]
12:46, 23.03.2019
წლის მეორე სუპერტურნირის ჰარუ ბაშოს ბოლოსწინა დღეს ტოჩინოშინი ტამავაშის დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ლევანი გორგაძის ანგარიშზე ექვსი გამარჯვება და შვიდი მარცხი იყო და წაგების შემთხვევაში დადებითი ბალანსის მოპოვების და ოძეკის რანგს დაკარგავდა.
ტოჩინოშინი ძალიან მოტივირებული ჩანდა. მავაშიში ჩავლება მან თავიდანვე ვერ მოიპოვა, თუმცა პირველი შეჯახების შემდეგ ტამავაშიმ მცირე უყურადღებობა გამოიჩინა და ლევანმა უპირატესობა მოიპოვა. საბლოოდ, ქართველმა მარცხენა ხელით აიღო ჩავლება და მეტოქე დოჰიოს გარეთ გაიყვანა. ახლა გორგაძის ანგარიშზე შვიდი გამარჯვება და ამდენივე მარცხია და დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად ტურნირის ბოლო დღეს მოგება სჭირდება. ხვალ, ლევანის მეტოქე ტაკაკეიშო იქნება.
დღესვე, რანგით მეორე ჯურიო დივიზიონში თავისი ბრძოლა მოიგო გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც არავაში დაამარცხა და კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) ტურნირის დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაიფორმა – 8:6.