ტოკიოში დღეს, 12 სექტემბერს სუმოს სუპერტურნირი დაიწყო. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე აკი ბაშოს პირველ დღეს მე-12 მაეგაშირა კოტოეოკოს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
მძლავრი შეჯახების შემდეგ ორივე მებრძოლმა მოახერხა მავაშის (ქამრის) აღება, რის შემდეგაც უპირატესობა კოტოეკოს ჰქონდა და ორ მომენტში ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა შეეძლო, საბოლოო ჯამში კი ლევანმა ბრძოლა მის სასარგებლოდ შემოატრიალა.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-11 მაეგაშირა ენდო იქნება.