ტოჩინოშინმა კოტოეკო დაამარცხა და მოგება-წაგებათა ბალანსი გაითანაბრა (ვიდეო)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ნოემბრის ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. მან 50 კილოგრამით მსუბუქი კოტოეკო უვატენაგეს ილეთით დაამარცხა.

ექვსი საბრძოლო დღის შემდეგ, ტოჩინოშინს სამი მოგების წილი ამდენივე წაგება აქვს. მომდევნო ბრძოლაში, 14 ნოემბერს უხერხულ მეტოქე ენდოს შეხვდება.