ტოჩინოშინმა კარიერაში 97-ე ბაშო ოკინუომისთან ბრძოლით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
8 მაისს სტარტი აიღო ნაცუ (მაისის) ბაშომ, რომელშიც 34 წლის ქართველი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მე-9 მაეგაშირას რანგით ასპარეზობს და ეს ქართველის კარიერაში 97-ე ბაშო იქნება.
პირველ დღეს ლევანის მეტოქე მე-10 მაეგაშირა ოკინოუმი იყო. ისინი აქამდე 19-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – 11:8 ლევანის სასარგებლოდ.
ამჯერად, ოინოუმიმ ბალანსი შეამცირა. არადა თვიდან თითქოს ტოჩინოშინს ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ მეტოქე მიწვა და საბოლოოდ იორიკირის ილეთით გადაიყვანა ჩვენებური დოჰიოდან.
შეჯიბრების მეორე დღეს, ტოჩინოშინის წინააღმდეგ კიდევ ერთი მე-10 მაეგაშირა ნიშიკიგი წარდგება. აქამდე ჩატარებული 8 შეხვედრის შემდეგ 5:3 ტოჩინოშინის სასარგებლოდ.