ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ 2021 წლის სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ გამარჯვებას მიაღწია. ქართველმა მებრძოლმა თითქმის მოილია სანიაკუს წარმომადგენლებთან შეხვედრები და კაჩი კოშისთვის (დადებითი ბალანსი) ბრძოლას რიგით მაეგაშირებთან აგრძელებს.
ტოჩინოშინის დღევანდელი მეტოქე მე-7 მაეგაშირა მეისეი იყო, რომელსაც ქართველმა აგრესიული სტილი დაუპირისპირა და საბოლოოდ, უვატედაშინაგეს ეფექტური ილეთით დაამარცხა. ლევან გორგაძეს ცხრა საშეჯიბრო დღის შემდეგ სამი გამარჯვება და ექვსი მარცხი აქვს.
დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად ქართველს ურთულესი მისია აქვს შესასრულებელი, მას დარჩენილ ექვს ბრძოლაში ხუთი გამარჯვება სჭირდება. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე ასევე ექსოძეკი, ამჟამად კი კომოსუბის სტატუსის მქონე ტაკაიასუ იქნება.