ლევან გორგაძემ წლის პირველი სუპერტირნირი, ტრავმის გამო დატოვა. ქართველმა ოძეკიმ, ჰაცუ ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ასპარეზობა მაინც გადაწყვიტა. საბოლოოდ როგორც გაირკვა ტოჩინოშინმა, ტრავმირებული ფეხით ფორმაში შესვლა ვერ შეძლო და საწყისი ოთხი შეხვედრიდან ოთხივე დათმო, რის შემდეგაც ბაშოს ნაადრევად დატოვება და მკურნალობის დაწყება გადაწყვიტა.
შედეგად, ქართველ სუმოისტს, უარყოფითი ბალანსი ანუ მაკე-კოში დაუფიქსირდა და ახლა, ოზეკის რანგის შესანარჩუნებლად, მარტის ბაშოზე მინიმუმ რვა ორთაბრძოლის მოგება მოუწევს.