ტოჩინოშინმა გაზაფხულის სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება იზეიმა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე გაზაფხულის სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ კვლავ უარყოფითი ბალანსი აქვს – ქართველმა სუმოისტმა სამი სასტარტო ბრძოლა დათმო.
ლევან გორგაძე იაპონელ კოტოშოჰოს დაეჭიდა და აღმოსავლეთის მეცხრე მაეგაშირა დოჰიოდან გაიყვანა.
საინტერესოა, რომ ტოჩინოშინს კოტოშოსთან ასპროცენტიანი შედეგი აქვს, ახალგაზრდა იაპონელი სუმოისტი ლევან გორგაძეს მანამდე ოთხჯერ ჰყავდა დამარცხებული.
ტოჩინოშინის მომდევნო მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-11 მაეგაშირა, მონღოლი ჩიიოშომა იქნება.
ლევან გორგაძე გაზაფხულის სუპერტურნირს დასავლეთის მეცხრე მაეგაშირას წოდებით შეხვდა და რეიტინგში დასაწინაურებლად, მიმდინარე ტურნირზე მინიმალური დადებითი ბალანსის (8 მოგება) დაფიქსირება სჭირდება.