ტოჩინოშინმა ენდო მაყურებლებში გაგზავნა - ქართველი სუმოისტის მეოთხე გამარჯვება (ვიდეო)

ტოჩინოშინი ნოემბრის ბაშოს მეშვიდე შეხვედრაში ენდოს დაუპირისპირდა. აქამდე ჩატარებული 13 ორთაბრძოლიდან ლევანმა 7 მოიგო, ენდომ კი 6.

ორთაბრძოლა ამჯრადაც საინტერესო გამოდგა. ტოჩინოშინმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და მეტოქეს არ მისცა ილეთის გაკეთების საშუალება, თავად კი კარგად მიაწვა, დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და ისეთი იორიკირის ილეთი გაუკეთა, რომ ენდომ თავი ვეღარ შეიმაგრა და მაყურებლებში გადავარდა.

7 დღის შემდეგ ლევანს 4 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა და პირველი ნაბიჯი გადადგა დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად.

ტოჩის მომამავალი მეტოქე მე-10 მაეგაშირა მეისეი იქნება, ვისაც ამ ბაშოზე ლევანის მსგავსად, 4 მოგება და 3 წაგება აქვს.