ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე მეათე მატჩი გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა.
მისი მოწინააღმდეგე მე-13 მაეგაშირა დაიამამი იყო, რომელიც ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) შეჯახებიდან ორ წამში ცუკიტოშის ილეთით დაამარცხა.
10 დღის შემდეგ ქათველ სუმოისტს 3 მოგების წილ 7 მარცხი აქვს და დარჩენილ ხუთივე შეხვედრაში უნდა გაიმარჯვოს, რომ ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულოს.
ლევანი 19 მაისს მეოთხე მაეგაშირა კირიბაიამას დაუპირისპირდება.