ზაფხულის ბაშოს მე-13 დღეს ლევან გორგაძემ დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) გაიფორმა. მის ანგარიშზე რვა გამარჯვება და ხუთი მარცხია. დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიომარუ იყო, რომელსაც აქამდე ოთხჯერ შეხვედროდა და სამჯერ მოეგო.
მძლავრი პირველი შეჯახების შემდეგ ლევანმა ოდნავ უკან დაიხია, თუმცა მავაშიში ჩავლების აღება მოახერხა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია. გორგაძემ ჩიომარუს უკან დაახევინა და იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან.
ტურნირის მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება.