ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე მესამედ მოიგო. ლევან გორგაძის მეტოქე ბრაზილიელი გოლიათი კაისეი იყო, რომელიც მოქმედ სეკიტორებს შორის ყველაზე მაღალია (2.01 სმ), ხოლო წონით მხოლოდ იჩინოჯოს ჩამორჩება. ლევანმა კაისეისთან მავაში შეჯახებისთანავე აიღო, უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე მარტივად დოჰიოდან გადაიყვანა.
წლის ბოლო სუპერტურნირის მეოთხე დღის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი 3:1-ზეა. ქართველი ოძეკი კიუშუ ბაშოს ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. 4:0 -ზე ბალანსი კიუშუ ბაშოზე სამ სეკიტორს: ოძეკი ტაკაიასუს, კომოსუბი ტაკაკეიშოს და ლევან გორგაძის თანაკლუბელს მე-2-ე მაეგაშირა ტოჩიოძანს აქვს.