ნოემბრის ბაშოს მე-11 დღეს ქართველი ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მეტოქე მე-17 მაეგაშირა კაისეი იყო. ქართველი ფალავნისთვის ყველა ორთაბრძილას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ლევანს ბაშოზე უკვე 7 წაგება დაუგროვდა და უარყოფითი ბალანსის ზღვარზეა. ამას გარდა, მიმდინარე შეჯიბრებაზე მაკუუჩიში (სუმოს უმაღლეს დივიზონში) ადგილის შესანარჩუნებლად სულ მცირე 5 მოგება მაინც სჭირდება.
კაისეისთან ორთაბრძოლისას სასტარტო შეჯახებისთანავე მოახერხა ქართველმა მეტოქის ქამარში ჩავლების აღება და თავიდანვე უპირატესობის მოპოვება შეძლო, საბოლოოდ კი მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და იორიკირის ილეთით მოახერხა მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.
ამრიგად 10 დღის შემდეგ ტოჩინოშინს 3 მოგება და 7 წაგება აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-7 მაეგაშირა ჩიოშომა იქნება.